დღეს დიდგორობა აღინიშნება
loader

Breaking news

დღეს დიდგორობა აღინიშნება

  • დღეს დიდგორობა აღინიშნება

თბილისი: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დიდგორის ველზე, დღეს დიდგორობის სახალხო დღესასწაული აღინიშნება, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია კულტურულ-სპორტული ღონისძიებები, კერძოდ, საკონცერტო წარმოდგენა, ქართული ჭიდაობა, მკლავჭიდი, დოღი.

ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, მთავრობის სხვა წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

აღსანიშნავია, რომ დიდგორობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მთავრობის ინიციატივით 2014 წელს დაწესდა სახელმწიფო ჯილდო – „დიდგორის ჯვრის ორდენი”, რომელიც ყოველი წლის 12 აგვისტოს გამორჩეულ სამხედრო მოსამსახურეებს გადაეცემათ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე