ქვეითმა პატრულებმა ყაჩაღობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
loader

Breaking news

ქვეითმა პატრულებმა ყაჩაღობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

  • ქვეითმა პატრულებმა ყაჩაღობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

თბილისი: შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ტურისტული უსაფრთხოების ქვეით პატრულთა სამმართველოს ინსპექტორებმა 1997 წელს დაბადებული, ქურდობის მცდელობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ. თ., ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული თავისუფლების 5-დან 7 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

ქვეითმა-პატრულებმა ბრალდებულმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი აზერბაიჯანის მოქალაქეს დანის მუქარით ფულს ართმევდა.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე