შსს-მ ქვემო ქართლში ბიძაშვილის მკვლელობაში ბრალდებული დააკავა
loader

Breaking news

შსს-მ ქვემო ქართლში ბიძაშვილის მკვლელობაში ბრალდებული დააკავა

  • შსს-მ ქვემო ქართლში ბიძაშვილის მკვლელობაში ბრალდებული დააკავა

თბილისი: შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული თ.ვ., განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული თავისუფლების 7-დან 15 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მარნეულის მუნიციპალიტეტის შულავერის თემის სოფელ სეიდგოჯალოს ტყეში, ურთიერთშელაპარაკებისას, სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა საკუთარ ბიძაშვილს - 1997 წელს დაბადებულ ნ.ვ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა თ.ვ. ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე