დოლიძის ქუჩაზე 42 წლის მამაკაცი მოკლეს
loader

Breaking news

დოლიძის ქუჩაზე 42 წლის მამაკაცი მოკლეს

  • დოლიძის ქუჩაზე 42 წლის მამაკაცი მოკლეს

თბილისი: თბილისში, დოლიძის ქუჩაზე 42 წლის მამაკაცი მოკლეს. მოკლულია ბიზნესმენი ლევან სიგუა.

მამაკაცს 5 ტყვია მას შემდეგ ესროლეს, რაც საცხოვრებელ სახლთან, ავტომობილიდან გადმოვიდა. ის სასწრაფო დახმარების მისვლამდე ადგილზე გარდაიცვალა.

გარდაცვლილის მეზობლების თქმით, გასროლამდე ჩხუბის ხმა არ გაუგიათ. 

მათივე ინფორმაციით, 42 წლის მამაკაცს სამშენებლო ბიზნესი ჰქონდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა, რაც თავისუფლების 7-დან 15 წლამდე აღკვეთას გულისხმობს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე