მსახიობი სოსო ლაღიძე გარდაიცვალა
loader

Breaking news

მსახიობი სოსო ლაღიძე გარდაიცვალა

  • მსახიობი სოსო ლაღიძე გარდაიცვალა

თბილისი: 82 წლის ასაკში რუსთაველის თეატრის მსახიობი სოსო ლაღიძე გარდაიცვალა. ინფორმაციას მსახიობის ოჯახის წევრები ავრცელებენ.

სოსო ლაღიძე 1936 წლის 21 იანვარს დაიბადა. რუსთაველის თეატრში 1959 წლიდან მოღვაწეობდა. აღსანიშნავია მისი როლები: ვეფხია ხალიბაური („ამბავი სიყვარულისა“), უფლისწული („სიბრძნე სიცრუისა“), ზაზა ნაკაშიძე („საბრალდებო დასკვნა“), გერა („გვადი ბიგვა“), გოგი („კავკასიური ცარცის წრე“), გრეი („რიჩარდ III“), ნიკოლოზ II („კვაჭი კვაჭანტირაძე“), საფრანგეთის მეფე („მეფე ლირი“), როსსი („მაკბეტი“); 

გადაღებულია ფილმებში: "საბუდარელი ჭაბუკი" (ვალიკო, 1957), "სხვისი შვილები" (გურამი, 1958), "გლახის ნაამბობი" (სანდრო, 1959), "ლონდრე" (გაბრიელი, 1966), "ყვარყვარე" (პავლე, 1978), "მარადისობის კანონი" (მერაბი, 1982), "მაგრამ რა მერე?" (დათიკო, 1997), "დარჩი ჩემთან" (2011) და სხვ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე