საქართველოს პარლამენტი მთავრობის შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას დღეს განიხილავს
loader

Breaking news

საქართველოს პარლამენტი მთავრობის შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას დღეს განიხილავს

  • საქართველოს პარლამენტი მთავრობის შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას დღეს განიხილავს

თბილისი: საქართველოს პარლამენტი მთავრობის შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას - „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ დღეს, რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე განიხილავს. 

რიგგარეშე პლენარული სხდომის დღის წესრიგი, მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის საკომიტეტო და პოლიტიკური ჯგუფების ფორმატში განხილვის შემდეგ, ბიუროს სხდომაზე დააზუსტეს. 

"გვაქვს ერთადერთი განსახილველი საკითხი, ეს გახლავთ საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ განხილვა და საქართველოს მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ. 

პარლამენტის რიგგარეშე პლენარული სხდომა 12:00 საათზე დაიწყებს მუშაობას.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე