"თუ ვინმეს ძალადობრივი რეჟიმისთვის საქმე მოუგია, მათ შორის ერთი მე ვიყავი"
loader

Breaking news

"თუ ვინმეს ძალადობრივი რეჟიმისთვის საქმე მოუგია, მათ შორის ერთი მე ვიყავი"

  • თუ ვინმეს ძალადობრივი რეჟიმისთვის საქმე მოუგია მათ შორის ერთი მე ვიყავი

თბილისი: 11 ივლისს, საპროკურორო საბჭომ ხმათა უმრავლესობით შალვა თადუმაძის კანდიდატურას დაუჭირა მხარი. 

იმავე დღეს გავრცელდა საპროკურორო საბჭოს გასაუბრების ჩანაწერი.

"თუ ვინმეს ძალადობრივი რეჟიმისთვის საქმე მოუგია, მათ შორის ერთი მე ვიყავი!“ - შალვა თადუმაძემ კითხვაზე თუ რას ფიქრობს სასამართლო სისტემაზე  საპროკურორო საბჭოს წევრებს განუმარტა, რომ იმ შემთხვევაში თუ მას აირჩევენ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე და სასამართლო არ იქნება ობიექტური, მას შეუძლია  დაგმოს, უარჰყოს, მაგრამ მართლმსაჯულებაში ღმერთი (სასამართლო) თავის უფლებამოსილებას მაინც განახორციელებს. 

"ჩემი დამოკიდებულება სასამართლოს მიმართ არის შემდეგი -  მართლმსაჯულების სისტემაში სასამართლო არის ღმერთი! მხარეებს შეუძლიათ დაგმონ, უარყონ, მაგრამ მისი ნება ყოველთვის სრულდება!.. შესაბამისად, თუ მე ამ თანამდებობაზე ამირჩევთ და სასამართლო არ იქნება ობიექტური, მე უფლება მაქვს დავგმო, უარვყო, მაგრამ მართლმსაჯულებაში ღმერთი  თავის უფლებამოსილებას მაინც განახორციელებს. ეს არის ჩემი დამოკიდებულება!“, - განაცხადა თადუმაძემ.

მთავარი პროკურორის პოსტზე ასარჩევად შალვა თადუმაძის კანდიდატურა პარლამენტის ბიუროს ოფიციალურად უკვე წარედგინა.  წინასწარი ინფორმაციით  თადუმაძის მოსმენისა და დამტკიცების პროცედურა მომავალი კვირიდან დაიწყება. 

პარლამენტი მთავარ პროკურორს 6-წლის ვადით, ფარული კენჭისყრით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, პარლამენტისთვის კანდიდატურის წარდგენიდან 3-კვირის ვადაში ირჩევს. რეგლამენტის თანახმად, მთავარი პროკურორობის კანდიდატს პლენარულ სხდომაზე არჩევამდე, იურიდიულ საკიხთა კომიტეტმა უნდა მოუსმინოს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე