შალვა თადუმაძე - პროკურორებს ვპირდები, რომ გააგრძელებენ მუშაობას ისე, როგორც მუშაობდნენ
loader

Breaking news

შალვა თადუმაძე - პროკურორებს ვპირდები, რომ გააგრძელებენ მუშაობას ისე, როგორც მუშაობდნენ

  • შალვა თადუმაძე - პროკურორებს ვპირდები რომ გააგრძელებენ მუშაობას ისე როგორც მუშაობდნენ

თბილისი: 11 ივლისს საპროკურორო საბჭოს 12 წევრმა მთავრი პროკურორის პოსტზე შალვა თადუმაძეს დაუჭირა მხარი. კენჭისყრაში მონაწილეობა იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს არ მიუღია.

სხდომის დასაწყისში "ევროპული საქართველოს" კანდიდატმა შალვა შავგულიძემ პროტესტის ნიშნად კანდიდატურა მოხსნა, რადგან მისი განცხადებით, იუსტიციის საბჭომ არ დააკმაყოფილა მოთხოვნა, რომ კანდიდატებთან გასაუბრება მედიისთვის ღია ყოფილიყო, თუმცა იმავე საღამოს გასაჯაროვდა კანდიდატებთან გასაუბრების  აუდიო ჩანაწერი. 

"პროკურორებს ვპირდები, რომ გააგრძელებენ მუშაობას ისე, როგორც მუშაობდნენ და პირობას ვდებ, რომ პასუხისმგებლობას გავანაწილებ ყველაზე და მე ვიქნები მათი პოლიტიკური მხარდამჭერი იმ თამაშის წესების პირობებში, რომელზეც ერთად შევთანხმდებით. ჩემი ცხოვრების პრინციპია ვიყო სამართლიანი, ამიტომ არ მგონია სამართლიანი იყოს პროკურორს ვესაუბროთ 13, 12 ან 9 წელი რას აკეთებდა. სამართლიანი იქნება მთავარმა პროკურორმა სამართლიანობა, გადაწყვეტილების უნარიანობა და კვალიფიკაცია შეაფასოს თავისი ხელმძღვანელობის პერიოდში“, - განაცხადა შალვა თადუმაძემ. 

მას მიაჩნია, რომ დამოუკიდებელი პროკურორი ნიშნავს მაღალი პასუხისმგებლობის მქონე პროკურორს, კანონი კი ყველასათვის იქნება კანონი და იდგება უფრო მაღლა, ვიდრე მუნდირი. 

"დამოუკიდებელი პროკურორი ნიშნავს მაღალი პასუხისმგებლობის მქონე პროკურორს! სამართალში ვერ ვიპოვე ადგილი, რომელიც არ რეგულირდება! რასაც ვერ ვაკეთებთ უნდა ვთქვათ! თუ არსებობს პროკურორის დანაშაული, კანონის წინაშე აგებს პასუხს, მათ შორის მთავარი პროკურორიც!“ - განაცხადა შალვა თადუმაძემ

მთავარი პროკურორის პოსტზე ასარჩევად შალვა თადუმაძის კანდიდატურა პარლამენტის ბიუროს ოფიციალურად უკვე წარედგინა.  წინასწარი ინფორმაციით, თადუმაძის მოსმენისა და დამტკიცების პროცედურა მომავალი კვირიდან დაიწყება. 

პარლამენტი მთავარ პროკურორს 6-წლის ვადით, ფარული კენჭისყრით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, პარლამენტისთვის კანდიდატურის წარდგენიდან 3 კვირის ვადაში ირჩევს. რეგლამენტის თანახმად, მთავარი პროკურორობის კანდიდატს პლენარულ სხდომაზე არჩევამდე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უნდა მოუსმინოს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე