"წარმატება და კარგი რეფორმები ერთ სექტორში არ გვაძლევს სისტემურ წარმატებას, გვჭირდება წარმატებული რეფორმები ყველა მიმართულებით"
loader

Breaking news

"წარმატება და კარგი რეფორმები ერთ სექტორში არ გვაძლევს სისტემურ წარმატებას, გვჭირდება წარმატებული რეფორმები ყველა მიმართულებით"

  • წარმატება და კარგი რეფორმები ერთ სექტორში არ გვაძლევს სისტემურ წარმატებას გვჭირდება წარმატებული რეფორმები ყველა მიმართულებით

თბილისი: "კახა კახიშვილი წარმატებული მინისტრი რომ იყო, სწორედ, ამიტომ დავნიშნე მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად. სწორედ, ამიტომ გავაკეთე მასზე არჩევანი - მან წარმატებული რეფორმები გაატარა ძალიან მნიშვნელოვან და ძალიან მძიმე სექტორში, მაგრამ წარმატება და კარგი რეფორმები ერთ სექტორში არ გვაძლევს ჩვენ სისტემურ წარმატებას. ჩვენ გვჭირდება ასეთივე წარმატებული რეფორმები ყველა მიმართულებით," - ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ საქართველოს პარლამენტში,  ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების" სხდომის მიმდინარეობისას ფრაქციის წევრის კითხვის პასუხად განაცხადა.

პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ კახა კახიშვილი დაკისრებულ ფუნქციას თავს ისეთივე წარმატებით გაართმევს, როგორც ეს იმ სამინისტროში გააკეთა, რომელსაც ხელმძღვანელობდა.

"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პოსტი, განსაკუთრებით პრემიერ-მინისტრისთვის, ვინაიდან, მე განვაცხადე, რომ ჩემი მხრიდან პოლიტიკური ვალდებულებაა ყველა რეფორმა წარმატებით დავასრულო და რა თქმა უნდა, სწორედ, ამ მოტივაციიდან გამომდინარე მივიღე მე ეს გადაწყვეტილება. დარწმუნებული ვარ, კახა ამ მნიშვნელოვან ფუქნციას თავს წარმატებით გაართმევს, ისევე როგორც წარმატებით გაართვა თავი მნიშვნელოვან რეფორმებს თავი სამინისტროში, რომელსაც ხელმძღვანელობდა," - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე