"ჩვენი ამოცანაა, სამართლიანი თამაშის წესების დამკვიდრება ჩვენს ეროვნულ ეკონომიკაში"
loader

Breaking news

"ჩვენი ამოცანაა, სამართლიანი თამაშის წესების დამკვიდრება ჩვენს ეროვნულ ეკონომიკაში"

  • ჩვენი ამოცანაა სამართლიანი თამაშის წესების დამკვიდრება ჩვენს ეროვნულ ეკონომიკაში

თბილისი: "ჩვენი ამოცანაა, რომ ამ ახალი რეფორმებით შევქმნათ ისეთი ეკონომიკური მოდელი, რომელიც საშუალებას მოგვცემს მთავარ ეკონომიკურ გამოწვევას საქართველოში - ეს არის სიღარიბის შემცირება, ეს გახლავთ ჭარბვალიანობა და რაც მთავარია - სამართლიანი თამაშის წესების დამკვიდრება ჩვენს ეროვნულ ეკონომიკაში. ამ სამი კვირის განმავლობაში მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გავაკეთეთ ამის დემონსტრირება. ამის მაგალითი გახლავთ ის, რომ  მთავრობის სხდომაზე ჩვენ ინიცირება გავუკეთეთ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინიციატივას, რომლის თანახმადაც, 2013 წლის პირველ იანვრამდე ის საგადასახადო დავალიანება, რომელიც დაერიცხა 30 000-ზე მეტ კომპანიას და ამის გამო იძულებულნი გახდნენ შეეჩერებიანათ საქმიანობა, მათ ჩამოეწერაებათ სრულად,"- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების" სხდომაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, აღნიშნული დავალიანებების დიდი ნაწილი 2011-2012 წლებში წარმოიქმნა.

"ამ დავალიანების დიდი ნაწილი 2011-2012 წლებში წარმოიქმნა, როდესაც კომპანიებს არაობიექტურად და სხვადასხვა ადმინისტრაციული ბერკეტის გამოყენებით დაარიცხეს აღნიშული დავალიანება, რამაც საქართველოში ეკონომიკური საქმინობის კიდევ უფრო შემცირება გამოიწვია,"- განაცხადა მამუკა ბახტაძემ საქართველოს პარლამენტში.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე