საქართველოს პრეზიდენტი აჭარის უმაღლეს საბჭოში შემავალი ოპოზიციური პარტიების წევრებს შეხვდა
loader

Breaking news

საქართველოს პრეზიდენტი აჭარის უმაღლეს საბჭოში შემავალი ოპოზიციური პარტიების წევრებს შეხვდა

  • საქართველოს პრეზიდენტი აჭარის უმაღლეს საბჭოში შემავალი ოპოზიციური პარტიების წევრებს შეხვდა

თბილისი: გიორგი მარგველაშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციები აჭარის უმაღლეს საბჭოში შემავალი ოპოზიციური პარტიების წევრებთან გამართა. 

საქართველოს პრეზიდენტი საბჭოს დამოუკიდებელ, უფრაქციო წევრებს, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსისის“, „ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებს ინდივიდუალურ რეჟიმში შეხვდა.

საქართველოს პრეზიდენტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში კონსულტაციებს დილიდან მართავს. გიორგი მარგველაშვილს უკვე ჰქონდა მოლაპარაკებები საბჭოში წარმოდგენილი ფრაქციების წევრებთან, როგორც უმრავლესობიდან, ასევე ოპოზიციიდან.

"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ" კონსტიტუციური კანონითა და "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით" განსაზღვრული პროცედურების თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი საბჭოში წარმოდგენილ ყველა პოლიტიკურ სუბიექტთან კონსულტაციების შემდეგ უმაღლეს საბჭოს მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას წარუდგენს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე