ეკა ბესელია - განსაკუთრებით მივესალმები შინაგან საქმეთა სამინისტროში საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერებას
loader

Breaking news

ეკა ბესელია - განსაკუთრებით მივესალმები შინაგან საქმეთა სამინისტროში საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერებას

  • ეკა ბესელია - განსაკუთრებით მივესალმები შინაგან საქმეთა სამინისტროში საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერებას

თბილისი: შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ, პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სამინისტროში მიმდინარე - სისტემურ განახლებაზე ისაუბრა.

დეპუტატ ეკა ბესელიას თქმით, ის მიესალმება შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეფორმებს და განსაკუთრებით, საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერებას, რომელიც წლების განმავლობაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩებოდა. 

"მნიშვნელოვანია ის რაზეც შინაგან საქმეთა მინისტრი საუბრობდა, სისტემური განახლების  რეფორმა რომელიც არის ძალიან ფართოდ გაშლილი, მე განსაკუთრებით მივესალმები შინაგან საქმეთა სამინისტროში საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერებას, რაც მიმაჩნია, რომ  წლების განმავლობაში, ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა. ამ მხრივ  ნამდვილად სჭირდება ამ სამინისტროს შესაბამისი ინფრასტრუქტურული, ადამიანური რესურსის თუ სხვა ტიპის ტექნიკური კომპონენტების  გაძლიერება. იმიტომ, რომ ეს არის ის მნიშვნელოვანი ბაზისი რაზეც დგას შემდეგ გამოძიება. ბუნებრივია ამაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. მივესალმები იმასაც, რომ პოლიციელებსაც გაეზარდათ ხელფასები და ეს პროცესი იქნება განგრძობადი“, - განაცხადა ბესელიამ


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე