ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიღძვნილ საღამოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი გახსნის
loader

Breaking news

ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიღძვნილ საღამოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი გახსნის

  • ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიღძვნილ საღამოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი გახსნის

თბილისი: 4 ივლისს, 18:30 საათზე, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ამერიკის მეგობართა კლუბი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ერთად საზეიმო მიღებას გამართავს. ღონისძიებაზე მიწვეული არიან საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საქართველოს მთავრობის და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. 

აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის საზეიმო მიღებას დაესწრება და მოწვეულ სტუმრებს საზეიმო სიტყვით მიმართავს, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეტ რუდი.

როგორც ამერიკის მეგობართა კლუბში აცხადებენ, ასევე, წვეულების ფარგლებში, გაიმართება 4 ივლისის საქველმოქმედო ლატარიის გათამაშება და შემოსული თანხა მთლიანად გადაეცემა „ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდს“, რომელიც ზრუნავს სიმსივნით დაავადებული ბავშვებზე. 





იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე