"მარგველაშვილი იყო არასერიოზული თავის განცხადებაში, არ შეიძლება პრეზიდენტი ასეთ განცხადებებს აკეთებდეს"
loader

Breaking news

"მარგველაშვილი იყო არასერიოზული თავის განცხადებაში, არ შეიძლება პრეზიდენტი ასეთ განცხადებებს აკეთებდეს"

  • მარგველაშვილი იყო არასერიოზული თავის განცხადებაში არ შეიძლება პრეზიდენტი ასეთ განცხადებებს აკეთებდეს

თბილისი: ის არ იყო მკაცრი, ის იყო არასერიოზული თავის განცხადებაში. არასერიოზულ განცხადებებზე, ბუნებრივია, არ შეიძლება სერიოზული კომენტარის გაკეთება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, სახელმწიფოს მეთაური, რომელიც არის კონსტიტუციის თანახმად რაღაცეების გარანტი, არ შეიძლება ასეთ განცხადებებს აკეთებდეს.

"ამაზე მართლა გული მტკივა მე, როდესაც სახელმწიფოს მეთაური, რომელიც არის კონსტიტუციის თანახმად გარანტი რაღაცეების, გარანტი, მათ შორის კონსტიტუციური სისტემის, თუნდაც სიმბოლურად, მაგრამ მაინც, არ შეიძლება ის ასეთ განცხადებებს აკეთებდეს, შესაბამისად, მე არ მინდა დამატებითი კომენტარების გაკეთება. მე შემიძლია გითხრათ ის, რომ საქართველო არის საპარლამენტო რესპუბლიკა, საპარლამენტო დემოკრატია და ამ სისტემაში ეს არის უცხო ხილი, სამწუხაროდ ჩვენთის. ჩვენ გვიწევდა ცხოვრება საპრეზიდენტო მმართველობის პერიოდებში 90-იანი წლებიდან, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის უცხო მოვლენაა ეს დემოკრატიული პროცესები. საპარლამენტო დემოკრატიაში, საპარლამენტო რესპუბლიკაში მთავრობის ცვლილება არის ნორმალური, ჯანსაღი მოვლენა. ჩვენ, გახსოვთ, რომ ვსაუბრობდით გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით. იყო დისკუსიები, მმართველ გუნდში და ზუსტად ამ დისკუსიების შედეგი იყო ის განცახდება, რომელიც გაკეთდა პრემიერ-მინისტრის მხრიდან. ეს არის ჯანსაღი პროცესი, ეს არის ნორმალური პროცესი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე