ნაძალადევში 35 წლამდე მამაკაცი მოკლეს
loader

Breaking news

ნაძალადევში 35 წლამდე მამაკაცი მოკლეს

  • ნაძალადევში 35 წლამდე მამაკაცი მოკლეს

თბილისი: თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ქართველიშვილის ქუჩაზე 35 წლამდე მამაკაცი მოკლეს.

გარდაცვლილს ჭრილობები ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული.

არსებული ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკება და ფიზიკური დაპირისპირება ორ ნასვამ მამაკაცს შორის მოხდა.

სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების შვიდიდან 15 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე