მიხეილ ჯანელიძე - მე ჩემი გადაწყვეტილება მიღებული მაქვს, თუმცა ამას მხოლოდ გუნდთან კონსულტაციების შემდეგ გავაჟღერებ
loader

Breaking news

მიხეილ ჯანელიძე - მე ჩემი გადაწყვეტილება მიღებული მაქვს, თუმცა ამას მხოლოდ გუნდთან კონსულტაციების შემდეგ გავაჟღერებ

  • მიხეილ ჯანელიძე - მე ჩემი გადაწყვეტილება მიღებული მაქვს თუმცა ამას მხოლოდ გუნდთან კონსულტაციების შემდეგ გავაჟღერებ

თბილისი: მე ჩემი გადაწყვეტილება მიღებული მაქვს, თუმცა ამას მხოლოდ გუნდთან კონსულტაციების შემდეგ გავაჟღერებ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ ჯანელიძემ ბათუმში განუცხადა.

ჯანელიძეს საკუთარი გადაწყვეტილება არ დაუკონკრეტებია და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ გიორგი კვირიკაშვილი წარმატებული პრემიერ-მინისტრი იყო.

"სრულად ვიზიარებ იმ განცხადებებს, რაც გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა. ვფიქრობ, მან იმაზე მეტის გაკეთება მოახერხა, ვიდრე მოსალოდნელი იყო“, – განაცხადა ჯანელიძემ.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა დღეს ბათუმში საერთაშორისო ფორუმი – „საქართველოს ევროპული გზა“ გახსნა. ფორუმს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი თეა წულუკიანი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებიან.

გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა გუშინ დატოვა. ამასთან, პრემიერის გადადგომის გამო, უფლებამოსილება ყველა მინისტრს შეუწყდა. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გუშინვე მთავრობისთვის მოვალეობის დაკისრების შესახებ განკარგულება გამოსცა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე