"ევროპაში მმართველი პარტიის ლიდერები არიან პრემიერ-მინისტრები, შესაბამისად, პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი უნდა გახდეს"
loader

Breaking news

"ევროპაში მმართველი პარტიის ლიდერები არიან პრემიერ-მინისტრები, შესაბამისად, პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი უნდა გახდეს"

  • ევროპაში მმართველი პარტიის ლიდერები არიან პრემიერ-მინისტრები შესაბამისად პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი უნდა გახდეს

თბილისი: გიორგი კვირიკაშვილი გუშინ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან წავიდა და თქვა, რომ პარტიის თავმჯდომარეს, ანუ ბიძინა ივანიშვილს უნდა მისცეს შესაძლებლობა, რომ დააკომპლექტოს ახალი მთავრობა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.

"მე მიმაჩნია, რომ ეს პროცესები ბევრად უფრო გასაგები, განჭვრეტადი და გააზრებული უნდა იყოს საზოგადოების მიერ. მიმაჩნია, რომ საზოგადოებისთვის გასაგები უნდა იყოს, თანამდებობიდან  უცებ რატომ მიდიან პრემიერ-მინისტრები, რომლებიც არიან წარმატებული პრემიერ-მინისტრები, წინა პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წასვლის დროს ჩვენ მოვისმინეთ,  რომ წარმატებული პრემიერ-მინისტრია, რატომ მიდიან წარმატებული პრემიერ-მინისტრები და რა არის ამის უკან მდგარი არგუმენტი, რა პრინციპით და რა არგუმენტით შეირჩევიან ახალი პრემიერ-მინისტრები“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნულ პროცესს მასკარადი უწოდა და განაცხადა, რომ ეს უნდა დასრულდეს.

ამასთან, მარგველაშვილის განცხადებით, როგორც მმართველი პარტიის ლიდერი, პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი უნდა გახდეს.

"მე მიმაჩნია, რომ ეს რაღაცნაირი მასკარადის პერიოდი, როდესაც უცებ ირჩევიან ახალი პრემიერ-მინისტრები და რა პრინციპით ირჩევიან, ეს საზოგადოებისთვის და მათ შორის, ჩვენი უცხოელი პარტნიორებისთვის გაუგებარია, უნდა დამთავრდეს. თუ ევროპულ არჩევანზე ვამბობთ და ევროპული სახელმწიფოს ფორმირებაზე ვამბობთ, მარტივად მოგახსენებთ, იქ პრემიერ-მინისტრები არიან მმართველი პარტიის ლიდერები და შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილი, როგორც მმართველი პარტიის ლიდერი უნდა გახდეს პრემიერ-მინისტრი, თუ ჩვენ ვლაპარაკობთ პასუხისმგებლიან პოლიტიკაზე და ისეთი სახელმწიფო პროცესის ფორმირებაზე, რომელიც სახელმწიფოსთვის გასაგებია“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე