საპარლამენტო უმრავლესობა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურაზე დღეს იმსჯელებს
loader

Breaking news

საპარლამენტო უმრავლესობა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურაზე დღეს იმსჯელებს

  • საპარლამენტო უმრავლესობა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურაზე დღეს იმსჯელებს

თბილისი: საპარლამენტო უმრავლესობა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურაზე დღეს იმსჯელებს. უმრავლესობის შეხვედრა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში, 17:00 საათზე გაიმართება.

ამ დრომდე, უმრავლესობაში ოფიციალური კომენტარები პრემიერის კანდიდატურაზე არ გაკეთებულა, თუმცა რამდენიმე სავარაუდო კანდიდატურა სახელდება, მათ შორის გიორგი გახარია, მაია ცქიტიშვილი და მამუკა ბახტაძე

მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს შეარჩევს, მას პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს წარუდგენს, რომელიც თავის მხრივ, მთავრობის ახალი ხელმძღვანელის კანდიდატურას საკანონმდებლო ორგანოს გადაუგზავნის.

გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 13 ივნისს დატოვა. ამასთან, პრემიერის გადადგომის გამო, უფლებამოსილება ყველა მინისტრს უწყდება.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე