თბილისს ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტო ეწვევა
loader

Breaking news

თბილისს ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტო ეწვევა

  • თბილისს ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტო ეწვევა

თბილისი: საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივითა და მოწვევით, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად, თბილისს ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტო ეწვევა.

გიორგი მარგველაშვილმა და საული ნიინისტომ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობისა და ვიზიტის დეტალები დღეს სატელეფონო საუბრისას შეათანხმეს.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საული ნიინისტოს საქართველოში ჩამობრძანებისათვის და 26 წლიანი პაუზის შემდეგ, ფინეთის პრეზიდენტის ვიზიტს თბილისში ისტორიული უწოდა.

პრეზიდენტებს შორის საუბარი შეეხო ასევე, საქართველო - ფინეთის ურთიერთობების გაღრმავებასა და თანამშრომლობის ინტენსიფიკაციის მნიშვნელობას.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე

ასევე წაიკითხეთ:

თბილისს სლოვაკეთის პრეზიდენტი ანდრეი კისკა ეწვევა