ევროპის საბჭო - შეშფოთებული ვართ ლგბტ თემის მიმართ დისკრიმინაციით როგორც საქართველოში, ისე ევროპის დიდ ნაწილში
loader

Breaking news

ევროპის საბჭო - შეშფოთებული ვართ ლგბტ თემის მიმართ დისკრიმინაციით როგორც საქართველოში, ისე ევროპის დიდ ნაწილში

  • ევროპის საბჭო - შეშფოთებული ვართ ლგბტ თემის მიმართ დისკრიმინაციით როგორც საქართველოში ისე ევროპის დიდ ნაწილში

თბილისი: ევროპის საბჭო 17 მაისს თბილისში დაგეგმილი აქციის გაუქმებას განცხადებით ეხმაურება.

“ლგბტ თემის უფლებადამცველთა ჯგუფების მიერ ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებები უსაფრთხოებასთან დაკავშირებული წუხილის გამო შეწყდა. ლგბტ პირებს უნდა ჰქონდეთ იმავე უფლებებით სარგებლობის საშუალება, რითაც სარგებლობენ სხვები. ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ყველა მოქალაქეს, მათ შორის, ლგბტ პირებს, შეეძლოთ საკუთარი უფლების განხორციელება, მონაწილეობა მიიღონ მშვიდობიან დემონსტრაციებში და ამასთანავე, დაცული იყოს ძალადობისგან.

ჩვენ შეშფოთებული ვართ ლგბტ პირების მიმართ დისკრიმინაციით როგორც საქართველოში, ისე ევროპის დიდ ნაწილში”, – ნათქვამია ევროპის საბჭოს განცხადებაში.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე