შსს-მ თბილისში მომხდარი "ლიბერთი ბანკის“ ყაჩაღობის ფაქტი გახსნა
loader

Breaking news

შსს-მ თბილისში მომხდარი "ლიბერთი ბანკის“ ყაჩაღობის ფაქტი გახსნა

  • შსს-მ თბილისში მომხდარი ლიბერთი ბანკის ყაჩაღობის ფაქტი გახსნა

თბილისი: შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1967 წელს დაბადებული პ.ჭ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული  თავისუფლების 5-დან 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 16 მაისს თბილისში, რობაქიძის გამზირზე მდებარე „ლიბერთი ბანკში“ შეიჭრა და სიცოცხლის ხელყოფის მუქარით 4580 ლარი, 200 ევრო და 100 აშშ დოლარი გაიტაცა. სამართალდამცველებმა პ.ჭ. დანაშაულის ჩადენიდან მეორე დღეს დააკავეს. გატაცებული თანხის ნაწილი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე