"ბილაინი" მომხმარებელს ახალ მომსახურებას - 3-საათიან ულიმიტო ინტერნეტს სთავაზობს
loader

Breaking news

"ბილაინი" მომხმარებელს ახალ მომსახურებას - 3-საათიან ულიმიტო ინტერნეტს სთავაზობს

  • ბილაინი მომხმარებელს ახალ მომსახურებას - 3-საათიან ულიმიტო ინტერნეტს სთავაზობს

თბილისი: დღეიდან "ბილაინის" მომხმარებელს ულიმიტო ინტერნეტის ახალი პაკეტით სარგებლობა შეუძლია. პაკეტის ღირებულება სულ 1 ლარია და უზრუნველყოფს მომხმარებელს ულიმიტო ინტერნეტით 3 საათის განმავლობაში, აქტივაციის მომენტიდან.

ამასთან, მომხმარებელს შეუძლია 3-საათიანი ულიმიტო ინტერნეტი დღეში რამდენჯერმე შეიძინოს. 3-საათიანი ულიმიტო ინტერნეტის აქტივაცია ხდება კოდით *120*180#. 

"ბილაინი" მომხმარებელს სთავაზობს ინტერნეტპაკეტების ფართო არჩევანს, მორგებულს სხვადასხვა საჭიროებაზე, 3G და 4G/LTE ქსელში, მთელი საქართველოს მასშტაბით. "ბილაინის" მიზანია, მის მომხმარებელს ჰქონდეს ხელმისაწვდომი და მარტივი წვდომა მაღალი ხარისხის მობილურ ინტერნეტზე. 

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.beeline.ge", - აცხადებენ კომპანიაში.



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე