სააგენტო "რია ნოვოსტი უკრაინას“ ხელმძღვანელს ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა
loader

Breaking news

სააგენტო "რია ნოვოსტი უკრაინას“ ხელმძღვანელს ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

  • სააგენტო რია ნოვოსტი უკრაინას ხელმძღვანელს ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

კიევი: ხერსონის საქალაქო სასამართლომ  რუსული საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტი უკრაინას“ ხელმძღვანელს კირილ ვიშინსკის ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლე იაროსლავ მუსულევსკის გადაწყვეტილებით, ვიშინსკი წინსაწარ პატიმრობაში გირაოს განსაზღვრის გარეშე 13 ივლისამდე იქნება.

პროკურორის თქმით, არსებობს საფრთხე, რომ სახელმწიფოს ღალატში ეჭვმიტანილმა ვიშინსკიმ შესაძლოა, ან მტკიცებულებები გაანადგუროს ან გამოძიებას მიემალოს.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსული საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტი უკრაინას“ ხელმძღვანელი კირილ ვიშინსკი 15 მაისს დააკავა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე