თბილისს სლოვაკეთის პრეზიდენტი ანდრეი კისკა ეწვევა
loader

Breaking news

თბილისს სლოვაკეთის პრეზიდენტი ანდრეი კისკა ეწვევა

  • თბილისს სლოვაკეთის პრეზიდენტი ანდრეი კისკა ეწვევა

თბილისი: 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივითა და მოწვევით, თბილისს სლოვაკეთის პრეზიდენტი ანდრეი კისკა ეწვევა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობისა და ვიზიტის დეტალები საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა და ანდრეი კისკამ სატელეფონო საუბრისას განიხილეს.

პრეზიდენტებს შორის საუბარი შეეხო საქართველო-სლოვაკეთს შორის თანამშრომლობის განვითარების მიმართულებით უმაღლესი დონის ვიზიტების გააქტიურების საკითხებს.

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილოების მისაღებად, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივითა და მოწვევით, თბილისს 7 პრეზიდენტი და 20-მდე სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი რანგის დელეგაცია ეწვევა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე