ისრაელის ქალაქ ხოლონში 30 წლის მამაკაცი ცომის საზელ მანქანაში ჩავარდა და დაიღუპა
loader

Breaking news

ისრაელის ქალაქ ხოლონში 30 წლის მამაკაცი ცომის საზელ მანქანაში ჩავარდა და დაიღუპა

  • ისრაელის ქალაქ ხოლონში 30 წლის მამაკაცი ცომის საზელ მანქანაში ჩავარდა და დაიღუპა

თბილისი: ისრაელში, ქალაქ ხოლონში 30 წლის მამაკაცი ცომის საზელ მანქანაში ჩავარდა და ადგილზე დაიღუპა.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, შემთხვევა თელ ავივის რაიონში, ქალაქ ხოლონში მდებარე საცხობში მოხდა.

მისივე ცნობით, დაწყებულია საქმის მოკვლევა, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, უბედურ შემთხვევას ჰქონდა ადგილი.

სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაღუპული მამაკაცი საქართველოს მოქალაქეა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ჯერ ინფორმაციის გადამოწმების პროცესი მიმდინარეობს.

"საელჩოში ოფიციალური შეტყობინება არ შესულა. დაუკავშირდნენ ადგილობრივ სამართალდამცველებს და ჯერ არ არის გარკვეული საქართველოს მოქალაქეა თუ არა. ეს უნდა გაირკვეს, ამიტომ ჯერ ვერაფერს დავადასტურებთ“, – განაცხადეს საქართველოს საგარეო უწყებაში.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე