თბილისში, ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მერვეკლასელმა გოგონამ მეცხრეკლასელ ბიჭს დაზიანება მიაყენა
loader

Breaking news

თბილისში, ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მერვეკლასელმა გოგონამ მეცხრეკლასელ ბიჭს დაზიანება მიაყენა

  • თბილისში ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მერვეკლასელმა გოგონამ მეცხრეკლასელ ბიჭს დაზიანება მიაყენა

თბილისი: შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ მიმდინარე წლის 17 მაისს თბილისში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, მე-8 და მე-9 კლასების ორ მოსწავლეს შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. 

როგორც Front News International-ს შსს-ში განუცხადეს, მერვეკლასელმა გოგონამ საკანცელარიო ნივთით სხეულზე მსუბუქი დაზიანება მიაყენა მეცხრეკლასელ ბიჭს, რომელიც, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გამოძიება ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  126-ე მუხლით მიმდინარეობს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე