იურიდიულმა კომიტეტმა "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
loader

Breaking news

იურიდიულმა კომიტეტმა "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

  • იურიდიულმა კომიტეტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

თბილისი: იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია უძღვებოდა. სხდომაზე დაჩქარებული წესით განსახილველ კანონპროექტზე - „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ იმსჯელეს. 

კანონპროექტი, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირმა ქავთარაძემ წარადგინა, კომიტეტმა მეორე მოსმენით - მუხლობრივად განიხილა.

კანონპროექტი გარემოს დაცვის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს, ხოლო „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირებად სფეროში - სალიცენზიო პირობების სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს ან ლიცენზიის მფლობელის მიერ დადებული ბეჭდის (ლუქის) განზრახ დაზიანებისათვის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

კანონპროექტი აგრეთვე არეგულირებს კომპეტენციის საკითხს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენასთან დაკავშირებით.

კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.

კომიტეტმა კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განსახილველად გატანას ერთხმად დაუჭირა მხარი.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე