"ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დღესთან“ დაკავშირებული მსვლელობის დროს სამი პირი დააკავეს
loader

Breaking news

"ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დღესთან“ დაკავშირებული მსვლელობის დროს სამი პირი დააკავეს

  • ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დღესთან დაკავშირებული მსვლელობის დროს სამი პირი დააკავეს

თბილისი: შსს-ს თანამშრომლებმა 17 მაისს, თბილისში, „ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღესთან“ დაკავშირებული მსვლელობის დროს, მეტროსადგურების -„თავისუფლების მოედნისა“ და „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ორი პირი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე, ერთი პირი კი წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა, მსვლელობის დაწყებამდე „საქართველოს ეროვნული ერთობის“ ორი წევრი პოლიციაში გამოკითხვის მიზნით გადაიყვანა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე