"საქართველოში სიტუაცია კარგია, თუმცა არის გარკვეული კონკრეტული პრობლემები, მაგალითად, მედიაპლურალიზმთან დაკავშირებით"
loader

Breaking news

"საქართველოში სიტუაცია კარგია, თუმცა არის გარკვეული კონკრეტული პრობლემები, მაგალითად, მედიაპლურალიზმთან დაკავშირებით"

  • საქართველოში სიტუაცია კარგია თუმცა არის გარკვეული კონკრეტული პრობლემები მაგალითად მედიაპლურალიზმთან დაკავშირებით

თბილისი: საქართველოში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი აცხადებს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მომზადებისას ყველა შესაძლო წყაროზე ხდება დაყრდნობა, რაც კი არსებობს და ყველა მხარის მოსაზრების გათვალისწინებაც ხდება.

"სახელმწიფო დეპარტამენტი ყოველწლიურად ამზადებს ანგარიშს ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ სხვადასხვა ქვეყანაში. ანგარიში ზოგად სიტუაციას აფასებს და ამბობს, რომ საქართველოში ის კარგია, თუმცა არის გარკვეული კონკრეტული პრობლემები, მაგალითად, მედიაპლურალიზმთან დაკავშირებით.

ანგარიშში არის ნახსენები, რომ სამი მედიაკომპანია გაერთიანდა, ასევე, საზოგადოებრივ მაუწყებელში ხელმძღვანელობის შეცვლამ შეიძლება გამოიწვიოს პლურალიზმის შემცირება მედიასივრცეში. ასევე, ანგარიშში ნახსენებია აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გაუჩინარება და არის მოწოდება, რომ მოხდეს ამ საკითხის გამოძიება და სიმართლის დადგენა. რა თქმა უნდა, ანგარიში საუბრობს ადამიანის უფლებათა მდგომარეობაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

რაც შეეხება ზოგადად, წყაროებს, ანგარიშის მომზადებისას, რა თქმა უნდა, ყველა შესაძლო წყაროზე ხდება დაყრდნობა, რაც კი არსებობს. ხდება ყველა მხარის მოსაზრების გათვალისწინება“, – განაცხადა ელიზაბეთ რუდიმ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე