ერევანში აქციის მონაწილეების დაკავებები გრძელდება
loader

Breaking news

ერევანში აქციის მონაწილეების დაკავებები გრძელდება

  • ერევანში აქციის მონაწილეების დაკავებები გრძელდება

თბილისი: სომხეთის დედაქალაქში აქციის მონაწილეების დაკავებები გრძელდება, პოლიციის ცნობით, ადგილობრივი დროით 15:00 საათის მონაცემებით, სამართალდამცველებმა 192 აქტივისტი დააკავეს.

მათი ნაწილი რესპუბლიკის მოედნიდან და არცახის ქუჩიდან აიყვანეს. სამართალდამცველები მეგაფონით მოუწოდებენ მომიტინგეებს დაიშალონ, რადგან აქცია უკანონოა.

ამ დროისთვის რესპუბლიკის მოედანზე სპეციალური დანიშნულების რაზმია მობილიზებული. 

არცახის ქუჩაზე მანამდე პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.

სამართალდამცველებმა გამოიყენეს ხმოვანი ყუმბარა. ამის შემდეგ პოლიციამ აქციის ორგანიზატორი ნიკოლ ფაშინიანი და კიდევ ორი დეპუტატი დააკავა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე