ირაკლი კობახიძე - არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა რუსულ მხარეს ეკისრება
loader

Breaking news

ირაკლი კობახიძე - არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა რუსულ მხარეს ეკისრება

  • ირაკლი კობახიძე - არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა რუსულ მხარეს ეკისრება

თბილისი: "ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა რუსულ მხარეს ეკისრება“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

მისი განცხადებით, არსებობს მოლოდინი კონსტრუქციული მიდგომის და იმის, რომ უახლოეს დღეებში მოხდება ოჯახისთვის არჩილ ტატუნაშვილის ცხედარის გადმოცემა.

"ჩვენი მოლოდინია, რომ მიდგომა იქნება კონსტრუქციული. პასუხისმგებლობა ეკისრება, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერზე რუსულ მხარეს, იმიტომ, რომ რუსეთი არის სახელმწიფო, რომელიც სრულ კონტროლს ახორციელებს როგორც ცხინვალის რეგიონში, ასევე, აფხაზეთში. შესაბამისად, მთლიანად პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით ეკისრება რუსულ მხარეს, რომელიც არის, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სრული კონტროლის განმახორციელებელი მხარე. შესაბამისად, ჩვენი მოლოდინია აქ, რომ იქნება კონსტრუქციული მიდგომა და ამ კონსტრუქციული მიდგომის საფუძველზე უნდა გადაიჭრას ეს საკითხი. მე დიდ იმედს გამოვთქვამ, რომ უახლოეს დღეებში მოხდება არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა ოჯახისათვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე