საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჩინურ საინვესტიციო კომპანიაში მრჩევლად დაინიშნა
loader

Breaking news

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჩინურ საინვესტიციო კომპანიაში მრჩევლად დაინიშნა

  • საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჩინურ საინვესტიციო კომპანიაში მრჩევლად დაინიშნა

თბილისი: საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის კონგლომერატი CEFC Energy Company Limited-ის რეგიონული პროექტების მართვის კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს მრჩევლად დაინიშნა. კომპანია რეგიონში CEFC-ის ინვესტიციების მართვას განახორციელებს.

ჩინეთის კონგლომერატი CEFC Energy Company Limited ენერგეტიკის, საფინანსო და ინდუსტრიის სხვადასხვა სფეროში აქტიურად საქმიანობს. კომპანიის ინტერესების სფეროს ასევე წარმოადგენს ფასიანი ქაღალდები, აქტივების მართვა და ტრანსსასაზღვრო ტერმინალების მშენებლობა.

2017 წლის მონაცემებით, კომპანია CEFC Energy Company Limited-ი ჩინეთის მე-8 ყველაზე მსხვილ კომპანიად დასახელდა, ხოლო Fortune 500-ის რეიტინგში კომპანია 222-ე ადგილს იკავებს. მისი წლიური ბრუნვა 40 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს.

კონგლომერატი CEFC Energy Company Limited ახორციელებს მსხვილ საერთაშორისო პროექტებს, ევროპისა და აზიის ქვეყნებში, ასევე საქართველოში.

ირაკლი ღარიბაშვილი  საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 23 დეკემბრამდე იკავებდა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე