საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ჩრდილოეთ კორეაში ჩასვლას გეგმავს
loader

Breaking news

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ჩრდილოეთ კორეაში ჩასვლას გეგმავს

  • საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ჩრდილოეთ კორეაში ჩასვლას გეგმავს

ლოზანა: საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ტომას ბახი ზამთრის ოლიმპიური თამაშების დასრულების შემდეგ ჩრდილოეთ კორეაში ჩასვლას გეგმავს. 

ბახის თქმით, ჩრდილოეთ კორეაში ის სპორტთან დაკავშირებით დიალოგის გაგრძელებას გეგმავს და ამჟამად მხარეები ვიზიტის თარიღს ათანხმებენ.

"ვნახოთ, რა იქნება შემდეგ", - აღნიშნა ბახმა Reuters-თან ინტერვიუში.

ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას სამხრეთ კორეაში 9 თებერვალს ჩრდილოეთ კორეის ლიდერის და კიმ იო უნი დაესწრო, რომელმაც სამხრეთ კორეის პრეზიდენტი ძმის სახელით ფხენიანში მიიწვია.

ზამთრის ოლიმპიური თამაშები 25 თებერვალს დაიხურება. 


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე