დონალდ ტრამპი - ირანში ცვლილებების დრო დადგა
loader

Breaking news

დონალდ ტრამპი - ირანში ცვლილებების დრო დადგა

  • დონალდ ტრამპი - ირანში ცვლილებების დრო დადგა

ვაშინგტონი: აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ირანში ცვლილებების დრო დადგა და აცხადებს, რომ ირანელი ხალხი მრავალი წლის მანძილზე რესპრესიების მსხვერპლია.

"ირანმა ყველა დონეზე წარუმატებლობა განიცადა, ირანელი ხალხი მრავალი წელია, რესპრესირებულია. ისინი საკვებს და თავისუფლებას ითხოვენ, ცვილებების დრო დადგა", - აცხადებს ტრამპი.

დემონსტრანტები ირანის ქუჩებში 28 დეკემბერს ანტისამთავრობო ლოზუნგებით გამოვიდნენ, 2009 წლიდან ეს ირანში ყველაზე მასობრივი პროტესტია. 

აქციების ტალღა ერთ-ერთ ქალაქში პროდუქტების გაძვირების გამო დაიწყო, რამდენიმე დღეში კი მთელ ქვეყანას მოედო და პოლიტიკურ მოთხოვნებში გადაიზარდა. 

ამ დროისთვის აქციების დროს დაღუპულთა რიცხვმა უკვე 20-ს გადააჭარბა, ბოლო სამი დღის განმავლობაში თეირანში აქციების დროს დაახლოებით 450 ადამიანი დააკავეს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე