ვლადიკა ლონგინი პატრიარქ კირილს მოუწოდებს, ეკლესიათა მსოფლიო საბჭოდან გავიდეს და რომის პაპთან ერთობლივი დეკლარაციის ანულირება მოახდინოს
loader

Breaking news

ვლადიკა ლონგინი პატრიარქ კირილს მოუწოდებს, ეკლესიათა მსოფლიო საბჭოდან გავიდეს და რომის პაპთან ერთობლივი დეკლარაციის ანულირება მოახდინოს

  • ვლადიკა ლონგინი პატრიარქ კირილს მოუწოდებს ეკლესიათა მსოფლიო საბჭოდან გავიდეს და რომის პაპთან ერთობლივი დეკლარაციის ანულირება მოახდინოს

მოსკოვი: ბანჩინის ეპისკოპოსმა, ჩერნოვცების ეპარქიის მეუფემ ლონგინმა მოსკოვის იესო ქრისტეს ტაძარში ეპისკოპოსთა საბჭოს დროს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილს მიმართა და მოუწოდა, დატოვოს ეკლესიათა მსოფლიო საბჭო, არ აღიაროს კრიტის ტაძარი მართლმადიდებლად, უარყოს ფილმი "მატილდა" და მოახდინოს დეკლარაციის ანულირება, რომელიც რომის პაპთან შეხვედრაზე იქნა მიღებული. 

როგორც Front News International-ის კორესპოდენტი იუწყება, ვლადიკა ლონგინმა პატრიარქ კირილს ეპისკოპოსთა დახურულ საბჭოზე მიმართა.

"თქვენო უწმინდესობავ, ჩვენ არაერთხელ მოგმართეთ თხოვნით ისმინოთ ჩვენი და გაიგოთ ჩვენი ტკივილი, რადგან ჩვენ გულწრფელად გვსურს დავრჩეთ მოსკოვის საპატრიარქოს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წიაღში. მტკიცედ გვწამს, რომ მხოლოდ მართლმადიდებლობაშია ჭეშმარიტება და არ არსებობს გადარჩენის სხვა გზა, ეკლესიის გარდა. 

არ არსებობს სხვა "ეკლესიები" და არ არსებობს გადარჩენის სხვა გზა!!!

ვთხოვთ თქვენს უწმინდესობას და წმინდა ეპისკოპოსთა საბჭოს, რომელიც შედგება 28.11.2017 - 05.12.2017 გაიგოს ჩვენი სულის ძახილი იმ მძიმე მდგომარეობის შესახებ, რომელშიც ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესია იმყოფება, ჩვენ ყოველთვის ვიყავით თქვენი და ჩვენი რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგული და ყოველთვის ერთგული დავრჩებით, თუმცა არასოდეს ვაღიარებთ არანაირ ერესს, რომელსაც დღეს ქადაგებენ.

მოგიწოდებთ გადახედოთ შემდეგ პუნქტებს: 

1. გავიდეს ჩვენი რუსული მართლმადიდებელი ეკლესია მსოფლიო ეკლესიათა საბჭოდან და შეწყდეს ჩვენი ეკლესიის მონაწილეობა ეკუმენურ მოძრაობებში.

2. მოხდეს 12.02.2016 წელს კუბაში მიღებული დეკლარაციის ანულირება, რამდენადაც თავად შეხვედრა არ იყო შეთანხმებული რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსთა საბჭოსთან და ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ რომის პაპს, როგორც წმინდანს 

3. არ აღიაროთ  კრიტის ტაძარი მართლმადიდებლად, რამდენადაც ჩვენი ეკლესია ყოველთვის ინარჩუნებდა ჭეშმარიტების სრულყოფილებას, ამ ტაძარში არასოდეს ყოფილა ეს სისავსე, ის ეფუძნება ეკუმენურ ერესს, რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგული შვილები მარადიული განადგურებისკენ მიჰყავს.

4. უარყავით ცილისმწამებლური ფილმი "მატილდა", რომელმაც წაბილწა სამეფო კარის წმინდანები. ეს არის იდეალური ოჯახის განადგურების მორიგი მცდელობა და შეურაცხყოს წმინდათა ხსოვნა მათი მოწამებრივი აღსასრულიდან ასი წლის შემდეგ".