გიორგი კვირიკაშვილი - საქართველო მხარს უჭერს ესპანეთის ტერიტორიულ მთლიანობას
loader

Breaking news

გიორგი კვირიკაშვილი - საქართველო მხარს უჭერს ესპანეთის ტერიტორიულ მთლიანობას

  • გიორგი კვირიკაშვილი - საქართველო მხარს უჭერს ესპანეთის ტერიტორიულ მთლიანობას

თბილისი: საქართველო მხარს უჭერს ესპანეთის ტერიტორიულ მთლიანობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

"ჩვენ მხარს ვუჭერთ ესპანეთის ტერიტორიულ მთლიანობას, უარვყოფთ ცალმხრივ ქმედებებს და ვიმედოვნებთ, რომ კრიზისი ესპანეთის კონსტიტუციის შესაბამისად გადაწყდება", - აცხადებს კვირიკაშვილი.

1 ოქტომბერს კატალონიაში მადრიდისგან დამოუკიდებლობის რეფერენდუმი გაიმართა, რის შემდეგაც ჟენერალიტეტის ხელმძღვანელმა კარლეს პუჩდემონმა ტერიტორიის სუვერენიტეტის შესახებ განაცხადა. ესპანეთის პრემიერ-მინისტრ მარიანო რახოის განცხადებით, კი არანაირი რეფერენდუმი არ შემდგარა. 10 ოქტომბერს კატალონიის ლიდერმა "დამოუკიდებლობის დეკლარაციას" მოაწერა ხელი.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე