ზურაბ სოტკილავა საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს
loader

Breaking news

ზურაბ სოტკილავა საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს

  • ზურაბ სოტკილავა საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს

თბილისი: ცნობილი საოპერო მომღერალს ზურაბ სოტკილავა საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. მისი ცხედარი დღეს ოპერისა და ბალეტის თეატრში გადაასვენეს, სადაც მთელი დღის მანძილზე სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. 

პანაშვიდს საქართველოს პრეზიდენტი, კულტურის მინისტრი, საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ზურაბ სოტკილავა 1937 წელს სოხუმში დაიბადა. ახალგაზრდობაში თამაშობდა ფეხბურთს, 16 წლის ასაკში იყო სოხუმის "დინამოს", შემდეგ კი თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი. ორი მძიმე ტრავმის შემდეგ მან სპორტული კარიერა დაასრულდა. 

სოტკილავა იყო ახალგაზრდობისა და სტუდენტთა საერთაშორისო ფესტივალის მთავარი პრიზის "ოქროს ორფევსის" (სოფია, 1968) მფლობელი, პ. ჩაიკოვსკის სახელობის IV საერთაშორისო კონკურის (ბარსელონა, 1970, I პრემია და "გრან პრი") ლაურეატი, ბოლონიის ხელოვნების აკადემიის საპატიო წევრი (1980); ზ. ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო პრემია (1983). 1975 წლიდან მოსკოვის კონსერვატორიის პედაგოგი. იყო საქართველოს დამსახურებული არტისტი და შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.

ცნობილ საოპერო მომღერალს 2015 წელს კუჭქვეშა ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. გერმანიაში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ ის სცენას დაუბრუნდა.

ზურაბ სოტკილავა 80 წლის ასაკში 18 სექტემბერს მოსკოვში გარდაიცვალა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე