სირიაში რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამსახურის კაპიტანი მოკლეს
loader

Breaking news

სირიაში რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამსახურის კაპიტანი მოკლეს

  • სირიაში რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამსახურის კაპიტანი მოკლეს

დამასკო: ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" მიერ იტრიას და სალამიაში, ასევე რაქას სამხრეთ-აღმოსავლეთით ნაღმტყორცნებიდან დაბომბვის შედეგად რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამსახურის კაპიტანი ყურბან ქასუმოვი დაიღუპა. ინფორმაციას Conflict Intelligence Team ავრცელებს.

მისვე ცნობით, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, 1986 წელს როსტოვში დაბადებული ქასუმოვი სპეციალური დანიშნულების ბრიგადის მესამე განყოფილებაში მსახურობდა.

როგორც Conflict Intelligence Team წერს, რუსი მზვერავი ჯერ კიდევ 2 აგვისტოს დაიღუპა, თუმცა რუსეთმა ინფორმაცია არ გაახმაურა.

Conflict Intelligence Team ქასუმოვის მედლებს ავრცელებს, რომელთა შორისაა მედალი "პალმირის გათავისუფლებისთვის". ასევე რუსი მზვერავის საფლავის ქვის უკანა მხარეს გამოსახულია პალმირის გათავისუფლება.





იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე