პოლიტიკა

"ყრილობის შემდეგ პარტიის გენერალური მდივანი აღარ ვიქნები"

image
  • Facebook
  • 52
  • 4 თვის წინ

დავით ბაქრაძის მსგავსად არც მე ვაპირებ მომავალ ყრილობაზე კენჭი ვიყარო გენერალურ მდივნად, ყრილობის შემდეგ პარტიის გენერალური მდივანი აღარ ვიქნები. მიმაჩნია, რომ ეს არის ლოგიკური, სწორი და დროული, - ამის შესახებ გიგი უგულავამ ბრიფინგზე განაცხადა.

"არ არსებობენ პარტიის ლიდერები უპირობოდ და უვადოდ, თავის დროზე ჩვენ ამას ვუთხარით უარი და მე ამ პრინციპის ერთგული ვრჩები. მიუხედავად დრამატული გაყალბებებისა პარტიის შედეგი ბოლო არჩევნებზე ძალიან ცუდი იყო, შესაბამისად, მე ჩემს პასუხისმგებლობას ვიღებ და ვუთმობ გზას ადამიანებს, რომლებიც ჩემი აზრით ამას გააკეთებენ უკეთესად, ვიდრე მე გავაკეთე“, - აცხადებს გიგი უგულავა.

პარტიაში დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ პარტიის თავმჯდომარე აღარ იქნება.