მიხეილ სააკაშვილი - ჩემი ძმის დაკავებით ცდილობენ, უკრაინაში დაბრუნება გადავიფიქრო, შევხდებით საზღვარზე
loader

Breaking news

მიხეილ სააკაშვილი - ჩემი ძმის დაკავებით ცდილობენ, უკრაინაში დაბრუნება გადავიფიქრო, შევხდებით საზღვარზე

  • მიხეილ სააკაშვილი - ჩემი ძმის დაკავებით ცდილობენ უკრაინაში დაბრუნება გადავიფიქრო შევხდებით საზღვარზე
  • მიხეილ სააკაშვილი - ჩემი ძმის დაკავებით ცდილობენ უკრაინაში დაბრუნება გადავიფიქრო შევხდებით საზღვარზე

კიევი: საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კიევში მისი ძმის დავით სააკაშვილის დაკავებას ეხმაურება.

"დღეს გამთენიისას ავაკოვის წარმომადგენლებმა ჩემი ძმა დავით სააკაშვილი დააკავეს, როდესაც ის კიევში, სახლიდან გამოდიოდა და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვნეს. ის იურისტია, მას ჰქონდა უკრაინაში დროებით ცხოვრების უფლება, როგორც ჩანს, ამ გზით ცდილობენ ჩემზე ზემოქმედებას, რომ დაბრუნება გადავიფიქრო. თქვენ მე ძალიან ცუდად მიცნობთ, ეს კიდევ უფრო ამყარებს ჩემს გადაწყვეტილებას დავიცვა უკრაინა და უკრაინელები ბარიგებისა და უსამართლობისგან. 

ამავდროულად, გუშინ კიევიდან გამოგზავნილი სპეციალური ჯგუფები დასავლეთ უკრაინის საზღვრის მთელ პერიმეტრზე მე მეძებდნენ იმიტომ, რომ ხელისუფლება არ ენდობა ადგილობრივ მოსახლეობას და მესაზღვრეებს. კარგი, გპირდებით, შევხდებით საზღვარზე.

ამ მანქანით წაიყვანეს ჩემი ძმა", - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

მიხეილ სააკაშვილის ძამ დავით სააკაშვილი კიევში დღეს დააკავეს. უკრაინის შს მინისტრის ყოფილი მრჩევლის ინფორმაციით, მას დეპორტაციისთვის ამზადებენ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე