პოლიტიკა

"DMO სამეგრელოს" გასული წლის ანგარიშის მოსმენას სახელმწიფო რწმუნებული და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელი დაესწრნენ

image
  • State representative in Samegrelo
  • 52
  • 1 თვის წინ

სამეგრელოს დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციამ (DMO) გასული წლის ანგარიში წარადგინა. ანგარიშის წარდგენას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია, მუნიციპალიტეტების მერები, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელი მარკ მაკკორდი და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ანგარიშის წარდგენაზე სახელმწიფო რწმუნებულმა ორგანიზაციის მნიშვნელობაზე და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა. მალხაზ თორიამ პანდემიის პერიოდში ტურიზმის სექტორში შექმნილ პრობლემებზე  და სახელმწიფოს მიერ გაწეულ დახმარებაზე გაამახვილა ყურადღება. მისივე განმარტებით, ტურიზმის სფერო ქვეყნისთვის პრიორიტეტულია და პანდემიის გამო შექმნილი პრობლემების დასაძლევად ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს.

შეხვედრაზე სამეგრელოს DMO-ს ხელმძღვანელმა ლევან წულაიამ, ასევე ისაუბრა USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან თანამშრომლობის შესახებ და ყურადღება გაამახვილა  მიმდინარე წლის ძირითად პრიორიტეტებზე.