პოლიტიკა

"5 წელიწადში, საქართველოს ყველა სკოლა იქნება რეაბილიტირებული ან ხელახლა აშენებული"

image
  • Parliament of Georgia
  • 55
  • 3 დღის წინ

"დღეს ჩუღურეთში 220-ე, ყოფილი მე-3 სკოლას ვესტუმრეთ, რომელიც 2009 წელს დაიხურა, ხოლო მის 500 მოსწავლეს სახლიდან მოშორებით უწევდა განათლების მიღება. 2020 წელს იგივე ადგილას ევროპული სტანდარტის ახალი სკოლა გაიხსნა, რაც, როგორც იმ უბანში მცხოვრები მოსწავლეებისთვის, ისე უბნის სხვა მცხოვრებლებისთვის განსაკუთრებული მოვლენაა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

მისივე თქმით, წლის ბოლოსთვის საქართველოს სკოლების 30% რეაბილიტირებული ან ხელახლა აშენებული იქნება.

„5 წელიწადში, საქართველოს ყველა სკოლა იქნება რეაბილიტირებული ან ხელახლა აშენებული“, - წერს შალვა პაპუაშვილი.