საზოგადოება

"4 დიდ ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში უნდა ჩამოვაყალიბოთ დიდი ამცრელი სივრცეები"

image
  • Press Office
  • 75
  • 6 დღის წინ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოს 4 დიდ ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ბათუმში დიდი ამცრელი სივრცეები ჩამოყალიბდება.

"ქვეყნის 4 დიდ ქალაქში თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში უნდა ჩამოვაყალიბოთ დიდი ამცრელი სივრცეები. თბილისში მინიმუმ 3 ან 4, ხოლო დანარჩენ ქალაქებში თითო-თითო" -განაცხადა გამყრელიძემ. 

მან დღეს გამართულ ბრიფინგზე, ვაქცინაციის აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება. 

"თუ არ ავიცრებით, თუ არ დავიცავთ რეგულაციებს, შესაძლებელია მეოთხე ტალღა რა თქმა უნდა, იყოს ზაფხულის ბოლოს, შემოდგომის დასაწყისში"- განაცხადა გამყრელიძემ. 

მისივე განმარტებით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, რეგულაციის გაუქმება, რომლის მიხედვითაც ღია სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულოა, არ იგეგმება.

"ჯერჯერობით, ეპიდსიტუაცია არ იძლევა საშუალებას, რომ ღია სივრცეებში ჩვენ პირბადე მოვიხსნათ" -განაცხადა გამყრელიძემ.

რაც შეეხება ე.წ. კომენდანტის საათს, NCDC-ს დირექტორი ამბობს, რომ ეპიდსიტუაციას კიდევ 2 კვირის განმავლობაში დააკვირდებიან და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებენ.

დღეს, 8 ივნისს, საქართველოში კორონავირუსის 1 023 ახალი შემთხვევა გამოვლინდა