სპორტი

30 წლის შემდეგ "დიდი 10"-ის დიდი ფინალი  ქუთაისში, “აია არენაზე” ჩატარდება

image
  • Facebook
  • 107
  • 3 კვირის წინ

საქართველოს რაგბის კავშირის ცნობით, 30 წლის შემდეგ, საქართველოს უმაღლესი ლიგის, "დიდი 10"-ის დიდი ფინალი  ქუთაისში, “აია არენაზე” ჩატარდება.

დიდი ფინალი "აია არენაზე" 5 ივნისს გაიმართება. ფინალამდე კი ფლეი-ოფის ორი ტურია. დიდ ფინალზე დასასწრებ ბილეთებთან დაკავშირებით, ინფორმაცია უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქში ფინალური შეხვედრა ერთადერთხელ, 1991 წელს გაიმართა და "ლოკომოტივის" 11:6 ძლევით, მასპინძელმა "აიამ" ზედიზედ მეორედ მოიპოვა ქვეყნის ჩემპიონის ტიტული.