პოლიტიკა

24 საათში საქართველოში კორონავირუსით 16 ადამიანი გარდაიცვალა

image
  • Google
  • 61
  • 1 დღის წინ

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსს ჯამში 5 012 პირი ემსხვერპლა.

დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 37 842 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 695  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 797  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელია 1.84 %