Covid-19

24 საათში საქართველოში კორონავირუსით 10 ადამიანი გარდაიცვალა

image
  • Google
  • 40
  • 2 თვის წინ

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 10 ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის  მოადგილემ ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 321 პირი ემსხვერპლა", - აღნიშნა სიჭინავამ.

მისივე თქმით, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 21 890  ტესტი, შედეგად, გამოვლინდა ინფიცირების  557  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 639 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.54% ინფორმაცია უკვე გამოქვეყნებულია Stopcov.ge-ზე