პოლიტიკა

"19 აპრილის შეთანხმების განხორციელებაში ყველა პოლიტიკური პარტია უნდა მონაწილეობდეს"

image
  • President press office
  • 68
  • 1 დღის წინ

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა მიესალმება შარლ მიშელის შეთანხმებას, რომელიც დაიდო მხარეებს შორის. 

როგორც ნაუსედამ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, შეთანხმება 100%-ით უნდა იყოს შესრულებული და მასში ყველა პარტია უნდა მონაწილეობდეს. 

"ძალიან მახარებს, რომ შიდა უთანხმოების გადაწყვეტისთვის პოლიტიკურმა პარტიებმა მიაღწიეს შეთანხმებას და მინდა პირადად მადლობა გადავუხადო ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს. 19 აპრილს მიღწეული შეთანხმება 100%-ით უნდა იყოს განხორციელებული და ყველა პოლიტიკური პარტია უნდა მონაწილეობდეს ამაში. ეს შექმნის ყველა შესაძლებლობას, რომ დამთავრდეს პოლიტიკური კრიზისი და გადახვიდეთ იმ საკითხების მოგვარებაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ეს არის რეფორმები და ინტეგრაცია დასავლეთ სივრცეში.

ჩვენ ასევე ვისაუბრეთ რეგიონულ უსაფრთხოებაზე, გამოვუცხადეთ საქართველოს ლიეტუვის მყარი მხარდაჭერა სუვენერიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ასევე დავგმეთ რუსეთის აგრესიული ქმედებები", - განაცხადა გიტანას ნაუსედამ.