საზოგადოება

10 აპრილი საქართველოში გლოვის დღეა

image
  • Google
  • 139
  • 4 კვირის წინ

2021 წლის 7 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ხსოვნის პატივსაცემად, დღეს საქართველოში გლოვის დღეა.

მთავრობის განკარგულებით, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს ხელს, 10 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

ქვეყნის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე საქართველოს სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

7 აპრილს მომხდარ შემთხვევას ოკუპირებული გალის რაიონის მკვიდრი ოთხი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა. ისინი საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთისას, მდინარე ენგურში დაიღუპნენ. სუს-ის ცნობით, სოფელ შამგონასა და სოფელ თაგილონის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დამკვიდრებული უკანონო დაკავებებისთვის თავის არიდების მიზნით, ისინი ენგურის გავლით ცდილობდნენ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას.