სამართალი

ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე თბილისში ერთი პირი დააკავეს

image
  • Google
  • 31
  • 2 თვის წინ

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1993 დაბადებული ს.ს. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

დანაშაული თავისუფლების 3 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 6 თებერვალს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დაკავებულმა 1973 წელს დაბადებულ ა.გ.-ს ცივი იარაღით მკლავისა და ხელის არეში დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ს.ს. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის გაზნრახ მსუბუქ დაზიანებას გულიხმობს.