სპორტი

ჭიათურას მალე ახალი სტადიონი ექნება

image
  • Chiatura City Hall
  • 85
  • 2 კვირის წინ

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაში პროექტების შერჩევის საკონკურსო კომისიის სხდომა გაიმართა. 

სხდომაზე სპეციალურმა კომისიამ ჭიათურაში თემურ მაღრაძის სახელობის ცენტრალური საფეხბურთო მოედნის რეაბილიტაციის საუკეთესო დიზაინის გამოვლენის და შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების საკითხი განიხილა. 

სტადიონის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია უნდა აკმაყოფილებდეს უეფას მეორე კატეგორიას. მიმწოდებელი (საპროექტო სამუშაოების განმახორციელებელი) ვალდებულია, მოამზადოს სტადიონის სამხრეთ ტრიბუნის რეაბილიტაციისა და ჩრდილოეთ ტრიბუნის მშენებლობის დეტალური პროექტი.

ორივე ტრიბუნა ჯამში გათვლილი იქნება 10 000 მაყურებელზე. ტრიბუნის ქვეშ განთავსებული უნდა იყოს სხვადასხვა სივრცეები.

"ჩემთვის, როგორც ქალაქის ხელმძღვანელისა  და რიგითი ჭიათურელისთვის, ეს პროექტი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია და მინდა ვუთხრა ჩვენს თანაქალაქელებს, რომ მალე აუცილებლად გვექნება ახალი სტადიონი“, - განაცხადა ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ.